..მინდა რომ შენ დამესიზმრო... რომ იცოდე, რამდენს ვფიქრობ შენზე, მართლა მოვყვებოდი ამაღამდელ სიზმარს. თუ ამაღამ დამესიზმრები, აღარ გადავღლი ფიქრებით ღამეს და მცირე ხნით მაინც დავუთმობ ძილს ჩემს გატანჯულ სულსა და გულს... თუ შენ გაჩნდები ჩემს სიზმარში, სიხარულისაგან გალამაზებული სახით ვივლი ხვალ ქუჩებში... თუ დამესიზმრები, მარტო შენ გაგიმხელ, რატომ ბორგავენ და ვერ ჩერდებიან ერთ ადგილზე ტალღები ზღვისა... მარტო შენ გამოგიტყდები, მზე და მთვარე რამ დააშორა, ან მოკიაფე ვარსკვლავები რატომ ქრებიან ცისკრის ჟამს... გიამბობ, რაზე ჩურჩულებენ ასე დაუსრულებლად ფოთლები... ან ეს წყარო ვის ამბავს ჰყვება. ანდა ზეციდან წამოსული სპეტაკი ფიფქი, რატომ ისწრაფვის ასე მიწისკენ... მარტო შენ გეტყვი დადუმებულ ზართა გულისთქმას და მოგიყვები გაფრენილ ჩიტთა დარდზე. მერე გაჩვენებ, მოხეტიალე ქარი სად ბუდობს... ან რატომ დაძრწის ამ ქვეყანაზე სიკვდილი და რა აცოცხლებს ამ სიცოცხლეს... ანდა, ვიღაცა დაუკითხავად სულში ასე რატომ შემოდის. ან ბოლოს ეს გზა სად მიგიყვანს, სად დამთავრდება...შენთვის გავამხელ სიხარულისა და მწუხარების დიდ საიდუმლოს... მოგასმენინებ ვრცელ მელოდიას ამ ცხოვრების ზღაპარზე... და თუ შენ მოხვალ ჩემს სიზმარში, ნუ გეშინია არ მოგეფერები, რათა არ დაგაფრთხო... მერე, კიდევ რომ გამეღვიძოს, თვალს არ გავახელ, სუნთქვას შევწყვეტ, ისე გავუძლებ, მართლა თუ ისურვებ ჩემს სიზმარში ყოფნას... ოღონდ მოდი ჩემთან სიზმარში და თუ გინდა წამართვი ის თბილი სუნთქვა, მე რომ მაცოცხლებს... არ შეგეშინდეს! მე გადავრჩები, დავრჩები და ვიარსებებ ამ ქვეყნად მაინც... ვიჩქარებ, მარტო იმისათვის გავახილო კვლავ ამქვეყნად თვალი, რომ დაგინახო და მერე... მერე, კი, იცი?... დაღამებამდე ვინებივრებ იმ თეთრ ღრუბლებში და ცისფერ ცაზე...ყველა კენჭს ავყრი წყლის ფსკერიდან, ავაცეკვებ იმ სწრაფ ტალღებზე... და მე, დავკოცნი ნიავს, ქარს, სიოს მაგ სუნთქვის ნაცვლად.მერე შევივლი სადმე ტაძარში და მწუხარე ფრესკებთან მხოლოდ შენზე ვიჩურჩულებ. შენთვის ვილოცებ... ყველა სანთელს ერთად აგინთებ და მერე შეიძლება გავყვე კიდეც იმ მოცახცახე ალს, სადღაც უხმაუროდ... ეს არ იდარდო! მერე რა მოხდა! ეს არაფერი საქმე ის არის... ნეტავ თუ მართლა დამესიზმრები? უცბად ავიხედე და ლურჯ ცაზე დიდი ცისარტყელა დავინახე. . . ალაგ-ალაგ ღრუბლებიდან მზეც ჩანდა. . . თვალს მიკრავდა. . . მათბობდა და "მეფერებოდა". . . გავუყევი გზას. . . ისევ იგივე რაც ყოველთვის. . . არაფერი ახარებს გულს. . . არც არაფერი ახარებდა სანამ. . . მოსახვევიდან გამოანათე. . . გული აჩქარდა. . . სიხარულმა იმატა მაგრამ რა? მაინს ისე ჩამიარე ვითომც არაფერი, არ ვყოფილიყავი. . . არც შემომხედე. . . ასე ქარივით ჩამიქროლე როგორც არარაობას. . . საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მართლაც ვიყავი არარაობა, რომელიც უიმედოდ იყო შეყვარებული მეორე არარაობაზე, რომელსაც თავისმხრივ არ ადარდებდა პირველი არარაობა. . . და გულის კი ჰკითხავს?. . . . ისევ გადიოდა დრო. . . არც ჩერდებოდა, არც სიყვარული აჩერებდა, არც სიძულვილი. . . ეჰ. . . სიძულვილი თუ სიყვარულის ნაკლებობაა?!. . . რა ვქნა. . . ისევ ფიქრები დროზე, წარსულზე. . . სიყვარულზე. . . სიცოცხლეზე. . . შენზე. . . ისევ სევდა და ისევ ცრემლების ზღვები. . . მის ტალღებზე დაცურავდნენ ჩემი ფიქრები და იმედები სიყვარულზე, მაგრამ ისინი არ ინდობდნენ და ბობოქრად, განწირულად ნელ-ნელა სძირავდნენ. . . სადღაც დაბლა. . . მიუწვდომელ ჩაბნელებულ ფსკერზე. . . რამდენს იტევს ზღვა? რამდენს ითმენს და რამდენ სიყვარულს მალავს? ვინ იცის?. . . იქნებ ამ სიყვარულს ვერ უძლებს და იმიტომ ბობოქრობს? ვინ იცის ვინ?. . . მაინც და მაინც მე მიყვარხარ. . . სხვასაც. . . მაგრამ ჩემსავით? მეკვრება სუნთქვა. . . მიჩქარდება გული. . . ფეთქავს. . . ფეთქავს. . . ერთს ღრმად ცაისუნთქავ და. . . ფიქრებმა ჩაგძირეს. . . დამთავრდა ყველაფერი. . . მე. . . ხო მე. . . მე. . . მიყვარს. . . ხო, ხო მიყვარს. . . ის. . . ის ვინც ჩემი ოცნებებითააა აღსავსე. . . ის ვისაც ეკუთვნის ჩემი ფიქრები. . . ცრემლები. . . სული. .. გული. . . სული გამაჩნია რომ?. . . ის მიყვარს, რომელმაც დამანახა სამყარო სხვა თვალით. . . ის, ვინც შემაყვარა ცხოვრება. . . ის ვინც გამაბედნიერა. . . გამახალისა. . . ის მიყვარს. . . ის. . . ის, ვინც გამტანჯა, ბევრჯერ მატკინა გული. . . გული. . . შემაზიზრა სიცოცხლე. . . მიყვარს. . . მიყვარს ფიქრი. . . სიცოცხლე მიყვარს. . . საერთოდ მიყვარს. . . რა სიტყვებია არაა? სულ 2 სიტყვა და ზღაპრის გმირი ხარ. . . რეალობაში. . . მიყვარს ბედნიერება სიცოცხლე. . . ღმერთი. . ანგელოზები მიყვარს. . . და მაინც არ ვიცი რა მიყვარს? რა მიყვარს?. . . ჩაიხედე გულში და მოუსმინე და იპოვი პასუხს. . . გული რომ დუმს?. . . სიყვარულს განა დუმილი შეუძლია?. . . სიყვარულს არა, გულს კი. . . ისეც მხოლოდ მაშინ როცა. . . როცა რა? ჩერდება. . . მას უყვარდა ის. . . ვიღაც რეალური თუ წარმოსახვითი. . . სულიერი თუ უსულო. . . რა მნიშვნელობა აქვს, ხომ უყვარდა?. . . უცბად ავიხედე ლურჯ ცაზე და დავინახე ცისარტყელა. . . რაღაც მეფერებოდა და მათბობდა. . . რა იყო? სიცოცხლე თუ უბრალოდ ლამაზი სიყვარულის უიმედო ცხოვრების ტრაგიკული დასასრული. . . ვინ იცის. . .
|