Main
Registration
Login
Sunday
19.05.2024
08:55

Logged in as Guest | Group "Гости" | RSS

Bieber's World




Site menu

Login form

Search

 სხვადასხვა 
Main » 2010 » September » 30 » MUSIC & HOROSCOPE
16:55
MUSIC & HOROSCOPE
ვერძი: თუ ვერძი მუსიკას უსმენს, აუცილებლად-ხმამარლა. მას უყვარს, როდესაც მუსიკის მოსმენის დროს ადრენალინი გამოიყოფა.

კურო: ის დიდი მელომანია. განსაკუთრებით ისეთი მუსიკა უყვარს, რომელიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს და კეთილ განწყობას უქმნის.

ტყუპები: მას ენერგიული მუსიკა მოსწონს, ცეკვაც რომ შეიძლება. როცა ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი რადიოს უსმენს, ხშირად რთავს ერთი არხიდან მეორეზე. ეს მის მრავალფეროვან მუსიკალურ გემოვნებაზე მიუთითებს და ეს პროცესი ძალიან ახალისებს. სხვათაშორის ბევრი დიჯეი სწორედ ამ ნიშნით არის დაბადებული.

კირჩხიბი: მას ლირიკული, ზომიერად სევდიანი და რომანტიკული მუსიკის მოსმენა უყვარს. არ არის გამორიცხული, საყვარელი მუსიკის დროს ჩაფიქრდეს, წარსულში დაბრუნდეს და ერთი-ორი ცრემლიც კი ჩამოაგდოს. ის უსმენს როგორც თანამედროვე, ასევე ფოლკლორულ მუსიკას.

ლომი: ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი გლობალისტია. უყვარს საზეიმო მარშები, ბალადები, ჯაზი, ბლუზი. თუ მას დაბადების დღეზე ან ქორწილში დაპატიჯებთ ცეკვა-თამაშით, სიმღერით და კარგი განწყობით ნამდვილად გამოარჩევთ სხვებისგან.

ქალწული: არც კი ეცადოთ, მასთან უგემოვნო მუსიკაზე ისაუბროთ. მას არაჩვეულებრივი სმენა და გემოვნება აქვს და ამ მხრივ, მისგან კრიტიკას და საყვედურს დაიმსახურებთ. ის ყველა მიმდიდანარეობბის მუსიკას უსმენს, მაგრამ თავად დაკვრას და სიმღერას ყოველთვის ერიდება.

სასწორი: ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ვალსები და მშვიდი მუსიკა უყვართ. მათ ტაქტის და რიტმის გრძნობა იშვიათად ღალატობთ. იზიდავთ მელოდიურობა და ვერ იტანენ დისჰარმონიას.

მორიელი: მას უყვარს თავისუფალი და ექტრემალური ცხოვრება, შესაბამისად, ასეთი სტილის მუსიკის მოსმენას ანიჭებს უპირატესობას. ის მღერის წარსულ სიყვარულზე, უსამართლობაზე, ღალატზე და უიმედო გრძნობაზე.

მშვილდოსანი: როცა მას მუსიკა ესმის, ის მშვიდდება. ჰიმნის მოსმენისას კი აუცილებლად ფეხზე წამოდგება. უყვარს რიფსოდების მოსმენა. ასეთ ადამიანში მებრძოლი, მეამბოხე სულია. სხვათა შორის, ბევრი ასეთი ბუნების მუსიკოსი მშვილდოსანია.

თხის რქა: მშვიდი, მონოტონური მელოდია ჭკვიანურ აზრებს აწვდის. ის ბევრს ფიქრობს ახლობლებზე და საკუთარ ცხოვრებაზე. მუსიკაში კი სერიოზული, დახვეწილი ზოგჯერ კონსერვატულიული გემოვნებით გამოირჩევა. შეუძლია საყვარელ მელოდიას მთელი დღის განმავლობაში უსმინოს და არ მობეზრდეს.

მეწრყული: უყვარს ელექტრონული მუსიკა, ახალი მიმდინარეობები. მოსწონს ხმამაღლა სიმრერა და მუსიკის ისე მოსმენა, რომ ყველას ესმოდეს მისი ხმა.

თევზები: მუსიკის მოსმენისას ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს, მელანქოლია იპყრობს. უღრმავდება თავის ფიქრებს. შეიძლება განმარტოვდეს და საათობით უსმინოს სხვადასხვა სტილის მუსიკას. მისი ბუნება, ამ მხრივ, მრავალფეროვანია. უსმენს, როგორც კლასიკას, ასევე ბლუზს და როკს.

Views: 728 | Added by: JB | Rating: 0.0/0
Total comments: 1
1 KeTa=]]  
0
Chemize(kirchxibze)sruli simartle weriaa %) %) %)

Only registered users can add comments.
[ Registration | Login ]

Calendar
«  September 2010  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

Entries archive

Site friends
  • MUSICBOX TV

  • Statistics

    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    Tag Board

    Copyright MyCorp © 2024