Main
Registration
Login
Sunday
19.05.2024
08:22

Logged in as Guest | Group "Гости" | RSS

Bieber's World




Site menu

Login form

Search

 სხვადასხვა 
Main » 2010 » September » 30 » მოხიბვლა:)
16:49
მოხიბვლა:)



ვინც
ასტროლოგიურ
შტრიხებს გაითვალისწინებს,
ის უფრო ადვილად შეძლებს საყვარელი მამაკაცის გულის დაპყრობას. გოგონებო გაიგეთ რითი და როგორ უნდა მოხიბლოთ თქვენი

 

ვერძი: თუ გსურთ, რომ მას მოეწონოთ ნუ დაიწყებთ საკუთარი ინტელექტის
გამოვლენას და ნუ აიძულებთ თქვენს მონოლოგებს მოუსმინოს.

 

კურო: ის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, რომანტიკული და ამასთან
საოცრად პრაქტიკული პიროვნებაა. მთავარია მას კარგად აჭამოთ და ოჯახში სიმყუდროვე
შეუქმნათ

 

ტყუპები: თუ თქვენ რომანტიკული ბუნების ადამიანი ბრძანდებით და თქვენი
ცხოვრების სტილი მშვიდი და გაწონასწორებულია, მაშინ, გირჩევთ, სხვა მამაკაცი
მოძებნოთ. ტყუპები ცოტა აბნეულია, ამასთან გაორებულიც. საერთოდ, თუ მასთან
ცხოვრება გადაწყვიტეთ,მაშინ, გრძნობებში თავდავიწყებით ნუ გადაეშვებით, ცხოვრებას
ცოტა ზედაპირულად შეხედეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

 

კირჩხიბი: მამაკაცთა იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელიც მზად არის პირველივე შემხვედრს გული გადაუშალოს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თავიდან ის ქარაფშუტა და არასაიმედო ადამიანად მოგეჩვენათ. ცოტა ბუზღუნაც არის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, მას მთვარე მართავს _ გამოუცნობი და იდუმალი მნათობი

 

ლომი: მამაკაცის გულის მონადირება საოცრად ადვილია და თუ მასთან
რომანის გაბმას მოიწადინებთ, ამას ნახევარ საათში მოახერხებთ. ის იმთავითვე
რომანისთვის არის განწყობილი და გარწმუნებთ გულგრილი სულაც არ დარჩება სანთლების
შუქზე  სასიყვარულო ჩურჩულის მიმართ. ასე
რომ, ძალზე ადვილია ცხოველთა მრისხანე მეფე კატის კნუტად გადააქციოთ

 

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცი მშვიდი,დელიკატური და ენთუზიაზმით
აღსასვსეა. მასთან მიმართებაში იყავით ბუნებრივი,ნუ იმსახიობებთ.რაც მთავარია, ის
სიყვარულში ხარისხს დაეძებს და არა რაოდენობას.

 

სასწორი - თუ მასთან დაქორწინება გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ, რომ თავი
ძალაუფლების მქონე და მტკიცე ქალად უნდა მოაჩვენოთ, ეს ფასდაუდებელ სამსახურს
გაგიწევთ მასთან ურთიერთობისას. რატომ? უბრალოდ, მას თავისი მერყევი ხასიათიდან
გამომდინარე მტკიცე ხასიათის მანდილოსნები მოსწონს.

 

 

მორიელი - მისი დახასიათება ერთი სიტყვით შეიძლება _ უძლეველი.ის
საოცრად მგრძნობიარე არსება, თუ გარეგნულად არ ეტყობა და ფოლადივით ცივია,
შინაგანად ერთიანად თრთის. მან არ იცის რას ნიშნავს დამარცხება. გაჭირვების ჟამს
როდესაც სხვა მამაკაცები წუწუნს იწყებენ, ის ბრძოლაში უშიშრად ერთვება და
იმარჯვებს. მეგობრებიც და მტრებიც ბლომად ჰყავს, თუმცა, მას ყველა აფასებს. კიდევ
ერთი რჩევა, მაზე ნუ იეჭვიანებთ.

 

მშვილდოსანი: იყიდეთ ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და თან
გაჰყევით. თუ მასთან ერთად ცხოვრება გსურთ, არავითარი კლასიკური ჩაცმულობა და
სახლში ჯდომა (მითუმეტეს, ხომ შეიძლება სადღაც გადაკარგულში თავისი ჭკუის ქალიც
მოძებნოს). ეს იმიტომ,რომ მას ძალიან უყვარს მოგზაურობა და ბღოტიალი

 

თხის რქა-მამაკაცს ძალიან უნდა, რომ ხალხმა მისი ღირსებები და
დამსახურებები დაინახოს, ამიტომ, ყოველთვის აღნიშნეთ მისი მიღწევები და მოპოვებული
ჯილდოები. დაეხმარეთ მომავლის დაგეგმარებაში.

 

მერწყული - თქვენ მისთვის ამოუხსნელ კროსვორდად უნდა იქცეთ და თუ
ამოგხსნათ (ანუ თქვენი ყველა საიდუმლო და ოცნება შეიტყო)... ალბათ, თვითონაც იცით,
რას უკეთებენ ამოხსნილ კროსვორდებს. კარგი, იქნება თუ მიმართავ ძვირფასო, მეგობარსაც
დაუმატებთ, მეგობრობა ხომ მერწყულისთვის უზარმაზარი რამ არის.

 

 

თევზები - სუსტი ხასიათის გამო შესაძლოა, მას ალკოჰოლისადმი
მისწრაფებაც ჰქონდეს, ამიტომ, წინდაწინ კარგად შეისწავლეთ თუ ვისთან ერთად აპირებთ
თანაცხოვრებას, რათა მომავალში თავ-ბედი არ იწყევლოთ. თუმცა, მას უბადლო იუმორის
გრძნობაც გააჩნია და ყველაზე მძიმე წუთებში სწორედ ეს ეხმარება.

 

 

ქალები

 

თუ ვერძის ნიშნით დაბადებული ქალი შეგიყვარდათ, ერთი რამ გახსოვდეთ,
ვერძ-ქალს სულ ადვილად შეუძლია უმამაკაცოდ იოლას გავიდეს, ამიტომ, ნუ ეტყვით: ”მე
წავალ აღარ დავბრუნდები”, ნუ იქნებით დესპოტი, ნუ შეეხებით მის თავმოყვარეობას,
იყავით იდეალისტი და ყველაფერი კარგად იქნება.

 

მასთან შეხვედრისას ნუ დაისხამთ სუნამოს უზომოდ, აუცილებლად ცოცხალი
ყვავილები მიართვით, დაპატიჟეთ იმ კაფეში, რომელიც კედლები ხელოვნების ნიმუშებით
იქნება დამშვენებული და მუსიკას ცოცხლად დაუკრავენ.

 

გაორებული ხასიათისა და ფლირტისადმი მიდრეკილების გამო მან შესაძლოა,
ოჯახი რამოდენიმეჯერ გამოიცვალოს (ამის ნათელი დადასტურება მერლინ მონროა).
საერთოდ, თუ თქვენც მარჩბივის ან მერწყულის ნიშნით არ ხართ დაბადებული მოსალოდნელია
ცოტა გაგიჭიდეთ მასთან ურთიერთობა.

 

 

უპირველესი, რაც მასთან ურთიერთობისას უნდა იცოდეთ, არის ის, რომ არ
შეიძლება მისი დაცინვა და გაკრიტიკება, მისი თადასწრებით არაფრის დიდებით არ
მოჰყვეთ ანეკდოტი მომავალ სიდედრზე, პირიქით, რაც უფრო მეტ პატივს სცემთ კირჩხიბი-ქალის
ოჯახის წევრებს, მით უფრო მისი თქვენდამი განწყობა პოზიტიური გახდება.

 

 

 

მოიკრიბეთ ძალები და შეეცადეთ, მას თქვენს გარდა ყველა
თაყვანისმცემელი ჩამოაცილოთ. ყოველთვის დიდებული და განსხვავებული იყავით _ `რა
კარგად გამოყურები~, კომპლიმენტად არ გამოგადგებათ, უფრო ვნებიანი და რაღაც
`ეგზოტიკური~ მოიფიქრეთ.

 

ქალწულში სიყვარულის გაღვიძება ძნელია, მაგრამ მის სიყვარულში  მოიძებნება სიყვარულის ისეთი მაგიური
ასპექტები, რომლებთან შედარებით სხვა ზოდიაქოთა სასიყვარულო ვნებები
ფერმკრთალდება. მასთან ურთიერთობის დროს აუცილებლად დააკვირდით საკუთარ მანერებს,
იყავით დახვეწილი, ნუ დაიწყებთ ლანძღვა-გინებას, ნუ მოჰყვებით ფრჩხილების კვნეტას,
ლოთობას, ანუ იყავით ჯენლტმენი.

 

სასწორი-ქალია, პირველი რაც უნდა დაიმახსოვროთ _ სიყვარულისგან ნუ
დაბრმავდებით. გახსოვდეთ, ამ ლამაზი და ინტელექტუალური ქალის მიღმა საოცრად
მტკიცე, კამათის მოყვარული და ფულის მფანგველი არსება იმალება.

 

 

მორიელი - მას ვერ მოატყუებთ, ამიტომ, იყავით გულახდილი, რათა
პრობლემები არ შეგექმნათ. ყველაზე მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ _ თუ მასთან
სერიოზული გრძნობები არ გაკავშირებთ, მაშინ გირჩევთ გართობის მიზნით ნუ
დაუახლოვდებით, თორემ თავ-ბედს გაწყევლინებთ.

 

მშვილდოსანი - ის ბავშვივით არის და მისი მოტყუება ყველას შეუძლია,
ამიტომ, იყავით მისი გულის მცველი, გიმეორებთ, გულის და არა ტვინის, რადგან მას
ჭკუით ბევრი ვერ შეედრება. თუ წაეჩხუბებით, ის არ გატყდება და ამაყად მოგიგებთ:
`არ გიყვარვარ და ნუ გიყვარვარ, აი, დარდი~. თუმცა, ღამით მისი ბალიში ნამდვილად
გასაწური გახდება. ამიტომ შერიგების დროს პირველი ნაბიჯი გადადგით.

 

 

თხის ქრა - უპირველესი მისი ღირსება ის არის, რომ მას ვერავინ
შეედრება საყვარელი ადამიანის ნათესავების პატივისცემასა და მოვლაში. თქვენც თუ
პატივს სცემთ მის ნათესავებს, მის ჭეშმარიტ სიყვარულს დაიმსახურებთ. შეეცადეთ,
მასთან ყოველთვის დახვეწილი იყოთ.

 

მერწყული - პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ მერწყულ-ქალთან ურთიერთობისას,
ისაა, რომ ის სიყვარულშიც ისეთივე პარადოქსულია, როგორც ცხოვრებაში. რაც უფრო
შეეცდებით მასთან დაახლოვებას, მით უცხოდ იგრძნობთ თავს და პირიქით. თუ მისი
შენარჩუნება გსურთ, არ შეზღუდოთ, მიანიჭეთ მას თავისუფლება და იგი მუდამ თქვენი
ერთგული იქნება. თუ ცოტას წაუდიქტატორებთ, მაშინ ბედს მას ნუ დაუკავშირებთ, ის
უბრალოდ გაგექცევათ.

 

 

თევზები - ისევე როგორც სხვა წყლის სტიქიის ნიშნებს, მსგავსავსად
თევზებსაც საკმაოდ რთული ხასიათი აქვს. თუმცა, ნაკლთან ერთან მას ღირსებაც ბევრი
გააჩნია. მას ბევრი ამბიცია არ აწუხებს და ვერძის, ლომის, სასწორის, მორიელის ან
მშვილდოსანის მსგავსად არასოდეს არ მოინდომებს მამაკაცთან თავის გატოლებას, ეს კი
ცოტა არ არის. თუმცა, ის ხანდახან პათოლოგიურად ეჭვიანი, ამიტომ, თუ პრობლემები არ
გინდათ, ამის მიზეზი არ მისცეთ.

 

 

Views: 1011 | Added by: JB | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Registration | Login ]

Calendar
«  September 2010  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

Entries archive

Site friends
  • MUSICBOX TV

  • Statistics

    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    Tag Board

    Copyright MyCorp © 2024