Main
Registration
Login
Sunday
19.05.2024
07:53

Logged in as Guest | Group "Гости" | RSS

Bieber's World




Site menu

Login form

Search

 სხვადასხვა 
Main » 2010 » September » 30 » მითოლოგიური ჰოროსკოპი
16:48
მითოლოგიური ჰოროსკოპი

კენტავრი (8 იანვარი – 12 თებერვალი)

კენტავრი ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხენია. ამიტომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ნებისმიერი ადამიანისათვის ცხოველური არსი ადამიანურზე ძლიერია. ადამიან -კენტავრს უჭირს სიბრაზის, სექსუალური ლტოლვის, შურისა და შიშის კონტროლი. ყოველთვის დამოუკიდებელია. ემოციებით ხელმძღვანელობს და არაგონებით.

 

ჰარპია (13 თებერვალი – 18 მარტი)

ეს სასიკვდილობრჭყალებიანი ფრთოსანი არსება შურისძიების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ ადამიანჰარპიას ძალიან უჭირს პატიება და წყენის დავიწყება. წლების განმავლობაში შეუძლია ბოღმა და ჯავრი ჩაიგუბოს და შურისძიებაზე იფიქროს. ჰარპიას ყველაზე დიდ სიამოვნებას მტრის უბედურება და წარუმატებლობა ამიჭებს.

პეგასი (19 მარტი – 24 აპრილი)

როგორც ეს ლეგენდარული ფრთოსანი ცხენი, ადამიანიპეგასიც დანარჩენ ნიშნებზე მაღლა დაფრინავს, ყოველ შემთხვევაში თავად ასე მიიჩნევს.ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ამაყები არიან. ულის სიღრმეში დარწმუნებულები ბრძანდებიან, რომ გაცილებით უკეთესს ხვედრს იმსახურებენ, ვიდრე ბედმა არგუნათ. პეგასები ვერ იტანენ რუტინულ სამუშაოს. მათთვის რომანტიკა უცხოა, რადგან მუდმივად ეჩვენებათ, რომ ყველაფერი გაცილებით უკეთ შეიძლებოდა ყოფილიყო.

 

 

ცერბერი (25 აპრილი – 30 მაისი)

ამ ნიშნისთვის ყველაზე შესაფერისი სიმბოლოა სამთავიანი ძაღლი, რომელიც გარდაცვლილთა სამეფოს კარიპჭეს იცავს. ჩერბერი ბოროტია. შეუძლია ნებისმიერი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოს მხოლოდ იმიტომ, რომ აწყენინა. თუ ცერბერმა მოახერხა და სიბრაზე მოთოკა, მაშინ საშინელ სტრესში ვარდება, რადგან ემოციებს გულში იკლავს.

 

სატირა (31 მაისი – 3 ივლისი)

სექსიაი, ამ ნისნის მამოძრავებელი ძალა. ეს მათ ძალიან კარგად იციან. მამაკაცისატირა დიდი მექალთანეა, რომელიც უკან უამრავ დამსხვრეულ გულსა და დანგრეულ ოჯახს ტოვებს. ქალი სატირაძირითადად სხვებს უნგრევს ოჯახს და არ ცდილობს თავისუფალი პარტნიორის ძებნას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული თუ მოახერხებს და სექსუალურ სურვილებს მოთოკავს, პატოლოგიურად ითრგუნება და შეიძლება სექსოპათოლოგის დახმარებაც დასჭირდეს.

 

სირინოზი (4 ივლისი – 10 აგვისტო)

მითოლოგიის მიხედვით, ზღვის ნიმფა, სირინოზი, თავისი ულამაზესი ხმით მეზღვაურებსა და გემებს კლდეებთან იტყუებდა. ცხოვრებაში ადამიანი სირინოზი ასევე მოხერხებულად იყენებს საკუთარ მომხიბვლელობას პირადი გამორჩენისათვის და არაფრად აგდებს სხვათა ინტერესებს. ქალი სირინოზი – (უმრავლეს შემთხვევაში ქერაა), მოჩვენებითი უსუსურობისა და დაუცველობის წყალობით, მშვენივრად ახერხებს მამაკაცებით მანიპულირებას. მამაკაცი სირინოზიკი იმავე მეთოდით ქალებს იტყუებს ბადეში.

 

 

გრიფონი (11 აგვისტო – 15 სექტემბერი)

გრიფონი ნახევრად ლომი ნახევრად არწივია. ძლიერი, მებრძოლი, მრისხანე არსებაა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებიც სწორედ ამ თვისბების მატარებელია ფანატიკოსია და აქტიურად იცავს საკუთარ შეხედულებებს. მითების თანახმად, ადამიანი გრიფონები მონაწილეობას იღებდნენ კუდიანებისა და ალქაჯებზე ნადირობაში.

ქიმერა (16 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ეს მითოლოგიური არსება ყველაზე ხშირად თხის, ლომის ან გველის სახეებს იღებს. ღოგორც ქიმერა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებიც ფარისევლები არიან და ყოველთვის იმ ნიღაბს იკეთებენ, რომელსაც კონკრეტული სიტუაცია მოითხოვს

 

 

 

 

 

 

 

სფინქსი (23 ოქტომბერი – 30 ნოემბერი)

ცივი, ანგარებიანი და ცბიერი სფინქსი მორიდებულად ცდილობს სხვათა მოტყუებას. თუ მოახერხა და ცოტა ფული დაზოგა, ეს მას უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს, რადგან მატერიალური კეთილდღეობისადმი ძლიერი ლტოლვა ამ ნიშნის ძირითადი მახასიათებელია.

 

მინოტავრი (1 დეკემბერი – 7 იანვარი)

ადამიანი ხარის თავით. მინოტავრი საკუთარი ცხოველური არსის ტყვეა. დამოუკიდებელი კენტავრისაგან გასხვავებით, ის ყოველთვის დამოკიდებულია, რაღაცის ნაწილია და არა ლიდერი. დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება უჭირს. ამიტომ ურჩევნია სხვის ნება-სურვილს დაყვეს და მავანის მითითებებით იმოქმედოს, თუმცა ყოველივე მის ცხოველურ ინსტინქტს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

 

 

 

 

Views: 832 | Added by: JB | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Registration | Login ]

Calendar
«  September 2010  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

Entries archive

Site friends
  • MUSICBOX TV

  • Statistics

    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    Tag Board

    Copyright MyCorp © 2024